შაბათი, 11 აპრილი 2026
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

საწრეო მუშაობა

საწრეო მუშაობასსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის ჩამოყალიბდა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების წრე.

ვრცლად...

სტუმრები სკოლაში

სტუმრები სკოლაშია/წლის 20 დეკემბერს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნ ის N3 საჯარო სკოლას ჟურნალ ,,ჩემი სამყაროს" ეგიდით ესტუმრნენ ვლადიმერ პაპავა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და მწერალი არჩილ ქიქოძე.

ვრცლად...

შეხვედრა დევნილ ახალგაზრდებთან

შეხვედრა დევნილ ახალგაზრდებთანსამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“-ს და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“-ს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ,, განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში შეირჩენ ლიდერებიც.

ვრცლად...

მძლეოსნობის ფესტივალი

Festival athletics 15სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №3 საჯარო სკოლაში მე-7 მე-8 კლასების მოსწავლეებმა (სულ 6 კლასი; მოსწავლეთა რაოდენობა: 187) სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაიწყეს მომზადება მძლეოსნობაში. მათ შეისწავლეს: რბენითი სპეციალური ვარჯიშები, რბენის ტექნიკ,ა რბენები სხვადასხვა მანძილზე დროის აღრიცხვით და დროის გარეშე, გამორბენით და ადგილიდან სიგრძეზე ხტომის ტექნიკა და მათი თავისებურებები, მცირე ბურთის ტყორცნა მიზანში და მანძილზე, მძლეოსნობაში არსებული სპორტული ტერმინოლოგია.

ვრცლად...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვიზიტი

EUMM visit 032018 წლის 19 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის დამკვირვებლებმა წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სკოლაში უფროსკლასელებს ჩაუტარეს პრეზენტაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან 10 წლის იუბილის ფარგლებში. ადამიანის უფლებებისა და ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმართულებით მომუშავე ჯგუფებმა მცხეთის ოფისის უფროსის მოადგილესთან ერთად დინამიკური და კონსტრუქციული დიალოგი გამართეს მოზარდებთან.

ვრცლად...

ლეპტოპები წარჩინებულ მოსწავლეებს

ნესტან შიუკაშვილი და მარიამ მაჭარაშვილი დაჯილდოების ცერემონიალზეა/წლის 22 ოქტომბერს ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ ლეპტოპები. ჩვენი სკოლის ორი მე-10კლასელი მოსწავლე - ნესტან შიუკაშვილი და მარიამ მაჭარაშვილი პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში" გახდნენ ამ საჩუქრის მფლობელები

სპორტულ-შემეცნებითი შეჯიბრი ,,მხირული სტარტები“

სპორტულ-შემეცნებითი შეჯიბრი ,,მხირული სტარტები.“ა/წლის 14 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში ჩატარდა სპორტულ-შემეცნებითი შეჯიბრი ,,მხირული სტარტები.“ შეჯიბრში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების გუნდები. ფინალი შედგა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტას საჯარო სკოლასა და სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლებს შორის, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება  და ჩემპიონის თასი მოვიპოვეთ. იგეგმება ტურნირის საქართველოს მასშტაბით  გაგრძელება. ფინალი ჩატრდება ნოემბერში,  ქ. თბილისში.

ვრცლად...

ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

IYBევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა "ახალგაზრდული იდეა" 8 ოქტომბერს ეწვია ჩვენ სკოლას. მათ 14-16 წლის ახალგაზრდებს გააცნეს  თავიანთი კონცეფცია და პროგრამა და ჩაატარეს გასაუბრება მათ ფონდში თანამშრომლობის მსურველ მოსწავლეებთან. გამოიკვეთა ერთობლივი სამოქმედო გეგმა და დაისახა პრიოროტეტები.პროგრამის მიზანია ახალგაზრდების (გოგონებისა და ბიჭების) სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდა, ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.

ვრცლად...

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია

ნანა დემუროვიჩვენი სკოლის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნანა დემუროვი, რომელმაც გასულ წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო სასკოლო კლუბების საქმიანობასთან დაკავშირებულ ტრენინგპროგრამაში და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ წარმატებულ კლუბს, საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ვრცლად...

პირველი დღე სკოლაში

New school year

ახალი სასწავლო წელი სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ზეიმით დაიწყო. ზეიმს ესწრებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებელი თამაზ ბალაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. სკოლამ მიმდინარე წელს 142 პირველკლასელი მიიღო. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ზეიმში.

Talk to us

085 888 5555